ნიკოლოზ მეტრეველი: ხვალ უამრავი ღირსეული ადამიანი შეიკრიბება და ამ ბოროტ ძალებს, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ძალიან მკაფიო პასუხს ეტყვის
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საყოველთაო შეკრებას გამოეხმაურა. პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების სწორი ინფორმირება. მისი თქმით, ქართველი ხალხი ხვალ მკაფიო პასუხს გასცემს იმ ძალებს, რომლებიც ქვეყნის მიზანმიმართულ დაზიანებას ცდილობენ.
„ჩემი კოლეგების ბულინგი ხდება. საუბარია იმაზე, თითქოს, ვიღაცა ვიღაცას აქციაზე ძალით ეპატიჟება. მაგალითად, ამაზე სამარცხვინო, კორუმპირებული გიგი უგულავა საუბრობს. არავის დაშინება, ძალით მოყვანა არ ხდება. „ქართულ ოცნებას” ეს არასდროს სჭირდებოდა. ხვალაც უამრავი ღირსეული ადამიანი შეიკრიბება, ამ ბოროტ ძალებს, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ძალიან მკაფიო პასუხს ეტყვის. საქართველოს უნდა ევროკავშირი, მაგრამ ევროკავშირში ღირსებით შესვლა გვინდა და არა ცალ ფეხზე დგომით, როგორც ამას მავანი მოგვიწოდებს“, – განაცხადა მეტრეველმა.