გია აბაშიძე: ნაცგობლინები ვითომ ამუნათებენ დათო ევგენიძეს მართალი სიტყვისთვის, რადგან სექტის მონებში პატრიოტიზმი ნულს ქვემოთაა
„ნაცგობლინები ვითომ ამუნათებენ ჩვენს ერთ-ერთ დამსახურებულ თანამემამულეს, დათო ევგენიძეს მართალი სიტყვისთვის, რადგან სექტის მონებში პატრიოტიზმი ნულს ქვემოთაა”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, შეუცვლელი მოცემულობაა, რომ დათო ევგენიძეს და საქართველოს სხვა მრავალ ღირსეულ შვილს არ აინტერესებთ უზნეო, სახედაკარგული ნაცქაჯების კრიახი.
„ნაცგობლინები ვითომ ამუნათებენ ჩვენს ერთ-ერთ დამსახურებულ თანამემამულეს, დათო ევგენიძეს მართალი სიტყვისთვის, რადგან სექტის მონებში პატრიოტიზმი ნულს ქვემოთაა. დათო ევგენიძეს და საქართველოს სხვა მრავალ ღირსეულ შვილს რომ არ აინტერესებთ უზნეო, სახედაკარგული ნაცქაჯების კრიახი, შეუცვლელი მოცემულობაა“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
კომპოზიტორმა დავით ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „რანინა“, კონკურსანტების მიერ „ჩაკრულოს“ შესრულების შემდეგ განაცხადა – „მინდა მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ“.