დავით კაჭარავა: მოსახლეობის უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის გზით წავიდეს, მაგრამ ასევე უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა არ არის მიღებული
„ხალხის ძალის“ მთავარი კომიტეტის წევრი, დავით კაჭარავა ევროპარლამენტის მიერ 25 აპრილს მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„ერთი მხრივ ისინი საუბრობენ და ეწევიან პროპაგანდას, რომ საქართველოში ახალგაზრდები მოითხოვენ ხელისუფლებამ ევროკავშირის გზას არ გადაუხვიოს და რომ ისინი უმრავლესობა არიან და ვეთანხმები, რომ საქართველოს უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს ჩვენი ქვეყანა ევროპის გზით წავიდეს. მაგრამ ასევე, საქართველოს უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა არ არის მიღებული. ამიტომ ისინი თავის თავთან მოდიან წინააღმდეგობაში. ვფიქრობ, რომ ამ რეზოლუციასაც არანაირი ძალა არ აქვს, როგორც ჩვენ გვახსოვს წინამორბედი რეზოლუციები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას“, – აღნიშნა კაჭარავამ.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.