„აბსოლუტური ისტერიაა მეორე მხრიდან. მაგალითად ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, ვერ წარმოიდგინეს, რომ ამდენი ადამიანი მიიღებდა ამ ეროვნულ შეკრებაში მონაწილეობას და თუკი რაიმე გზა არსებობის, ყველაფრით ცდილობენ რომ ხვალინდელი აქცია გააშავონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატმა მოუწოდა ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეებს, რომ თუ სურვილი არ აქვთ ხვალინდელ შეკრებაზე დასწრების, არ მივიდნენ.
„გარანტიას გაძლევთ, რომ იურიდიულ კომიტეტზე კვლავ ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნება წარმოდგენილი. მიუხედავად იმ ისტერიული კამპანიისა, დაბუსტული პოსტებისა და ძალით გარეკლამებული საკითხებისა (დიახ ჩვენც ვბუსტავთ გარკვეულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ) მაგრამ, ამავდროულად, აბსოლუტური ისტერიაა მეორე მხრიდან. მაგალითად ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, ვერ წარმოიდგინეს, რომ ამდენი ადამიანი მიიღებდა ამ ეროვნულ შეკრებაში მონაწილეობას და თუკი რაიმე გზა არსებობის, ყველაფრით ცდილობენ რომ ხვალინდელი აქცია გააშავონ, ცდილობენ რომ კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, რუსული გახადონ. წელს საბედნიეროდ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ადამიანების უმეტესობამ გაიგო რასთან აქვთ საქმე, რომ შეუძლებელია გამჭვირვალობა იყოს რუსული და გაუმჭვირვალობა ევროპული. ევროპას და ევროპულობის აღქმას ყველაზე მეტად ის ადამიანები აზიანებენ, რომლებიც ევროპარლამენტიდან და ჩვენი ქვეყნის შიგნიდან გვეუბნებიან, რომ თუ გამჭვირვალობა იქნება, ეს არაევროპულია, მაშინ ჩვენ სანქციებზე ვიფიქრებთ, თქვენს წინააღმდეგ ვიქნებითო. გვიწერენ რეზოლუციაში, რომელსაც ფასიც აღარ აქვს, თითს გვიქნევენ, თურმე ჩვენ ქვეყანაში, ასეთი კულტურის, მენტალობის და ტრადიციების ხალხში, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის უფლება არ გვაქვს, თურმე ამ ადამიანების უფლებები და პროპაგანდა არ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან და თურმე გამჭვირვალობის კანონი არ უნდა მივიღოთ. გამჭვირვალობა, ტრადიციული ღირებულებების დაცვა , უფლებებისა და პროპაგანდის ერთმანეთისგან გამიჯვნაა რუსული? რატომ არეკლამებენ ასე რუსეთს? ამ დროს მტრის, ოკუპანტის საქმეს ვინა აკეთებს, ქართველი ხალხი ბოლოში სწორ ანალიზს აკეთებს, ქართველი ხალხი ხვალ თავის სიტყვას იტყვის. არ იქნება ოჯახი, რომლის წარმომადგენელიც იმ აქციაზე არ იდგება, არ იქნება სოფელი, დაბა, მუნიციპალიტეტი, რომლის ძალიან ღირსეული წარმომადგენელიც იქ არ იქნება. ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ ენდომება [დასწრება] ყველა თათბირზე ვამბობდი, რომ არცერთი ადამიანი არც კი დაარწმუნოთ, რომ წამოვიდნენ, თუ წამოსვლა არ უნდათ. აქვე მივმართავ ყველას,საჯარო მოხელე იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, თუკი ფიქრობს, რომ იქ არ უნდა იყოს, არათუ პრობლემა შეექმნება, კითხვასაც კი არავინ დაუსვამს, რატომ არ მოდის. განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს მივმართავ, თუ ხვალ წამოსვლა არ გნებავთ, იქ არ უნდა იყოთ. თუკი ვინმე იტყვის, რომ მე ძალით წამომიყვანესო, ეს იქნება დადგმული პროვოკაცია ნაცმოძრაობის, მათი ტელევიზიების და მდიდარი ენჯეოების. არცერთი ადამიანი არ უნდა ვნახოთ იქ, ვისაც არ აქვს დასწრების სურვილი.
ვისაც სურვილი აქვს და სჯერა ჩვენი და იცის ის ყველაფერი, რომ ევროპასთან დაკავშირებული კითხვები არ არსებობს, ეს გზა უალტერნატივოა და ჩვენი ხელისუფლებაა, რომელმაც მიაღწია ასოცირების შეთანხმებიდან დაწყებული, ვიზალიბერალიზაციიდან და კანდიდატის სტატუსიდან გაგრძელებული და ჩვენ ვიქნებით ისინი ვინც ქვეყანას ევროკავშირის წევრს გავხდით. ვინც ამ რეალურ, პრაგმატულ, ეროვნულ პოლიტიკას უჭერს მხარს და სურვილი აქვს ეს დააფიქსიროს, ყველას მოვუწოდებ რომ აქციაზე იყოს “, – განაცხადა მდინარაძემ.