ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: ნაძირალა პოლიტიკოსები დაიმალნენ, ტელევიზორთან მოკალათდნენ და ეს გზააბნეული აქტივი მიუშვეს ნებაზე, იციან ხვალინდელი დღის ეფექტი, მათი გარდაუვალი მარცხი და ყველაფერს კადრულობენ, რომ მსხვერპლის როლი მოირგონ!
„ესენი არიან მშვიდობიანი აქტივისტები?! რა უნდათ პოლიციასთან, რატომ პროვოკატორობენ?“ – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის წინ არასამთავრობოების და რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.
მისი განცხადებით, ყველა, ვინც პროვოკაციას აწყობს, პოლიციამ უნდა დააკავოს. ქადაგიძე აღნიშნავს იმასაც, რომ რადიკალებმა იციან 29 აპრილის აქციის ეფექტის და მათი გარდაუვალი მარცხის შესახებ, ამიტომ ახლა ყველაფერს კადრულობენ.
„ესენი არიან მშვიდობიანი აქტივისტები?!
რა უნდათ პოლიციასთან , რატომ პროვოკატორობენ?
ნაძირალა პოლიტიკოსები დაიმალნენ, ტელევიზორთან მოკალათდნენ და ეს გზააბნეული აქტივი მიუშვეს ნებაზე?!
ვინც ახლა რუსთაველზე იმყოფება და ცდილობს პოლიციასთან დაპირისპირებას, დასაკავებელია ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე!
არანაირ მშვიდობიან აქციასთან ამ პროვოკატორებს საერთო არ აქვთ. იციან ხვალინდელი დღის ეფექტი და მათი გარდაუვალი მარცხი და ახლა, ყველაფერს კადრულობენ, რომ პოლიციასთან კონფრონტაციაში შევიდნენ და მსხვერპლის როლი მოირგონ!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.