გია აბაშიძე: ჩვენი საამაყო სამართალდამცველნი, რომელთა დემონიზებას უსუსურად ცდილობენ „კლავიატურის ვირთაგვები“, არიან და იქნებიან საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთგული დამცველნი

„ქრისტიანი ქართველისთვის ჯვარი, ხატი და ეროვნული დროშა უდიდესი სიწმინდეებია, რომლის დასაცავად მრავალს გაუწირავს თავი, ნაცსექტანტისთვის ესაა ფული და გაბრუების საშუალება“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, ოპოზიციის ორგანიზებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე როგორ აფენს დროშას ასფალტზე, რომელსაც სამართალდამცავი იღებს და უკან აწვდის მას.

აბაშიძის განცხადებით, რადიკალები სამართალდამცველების დემონიზებას აქტიურად ცდილობენ, თუმცა, ისინი საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამცველები არიან.

„ქრისტიანი ქართველისთვის ჯვარი, ხატი და ეროვნული დროშა უდიდესი სიწმინდეებია, რომლის დასაცავად მრავალს გაუწირავს თავი, ნაცსექტანტისთვის ესაა ფული და გაბრუების საშუალება.

თუ ასეთი პატრიოტები არიან, ასფალტზე მაინც დაწვნენ ეს უსამშობლოები და სიმბოლურად მაინც შეუშალონ ხელი სპეცრაზმის კანონიერ ქმედებებს. მაგრამ ეს არ მოხდება, ლაჩარი და გარეწარი სააკაშვილის ადეპტი მისგან არაფრით განსხვავდება.

ჩვენი საამაყო სამართალდამცველნი, რომელთა დემონიზებას უსუსურად ცდილობენ „კლავიატურის ვირთაგვები“ და „ქაღალდის ვეფხვები“, არიან და იქნებიან საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთგული დამცველნი“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

ასევე იხილეთ