„მათ დაინახეს, რომ აქცია ვერ აღწევდა ვერანაირ ლოგიკურ მიზანს და აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს პროვოკაციის მოწყობა“, – ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გუშინდელი აქცია.
მისი თქმით, ოპოზიციას აქვს ქვეცნობიერი კომპლექსი და უნდათ, რომ 7 ნოემბერი და 26 მაისი რამენაირად გამეორდეს საქართველოში.
„პროვოკაციის წყურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოყოლებული აქციების დროიდან პირველად იყო მცდელობა, რომ სხვისი ტრიბუნა დაეკავებინათ. მათ დაინახეს, რომ აქცია ვერ აღწევდა ვერანაირ ლოგიკურ მიზანს და აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს პროვოკაციის მოწყობა. მუხტს სხვანაირად ვერ ინარჩუნებენ, ამიტომ პროვოკაცია, დაპირისპირება, პოლიციის გამოწვევა, კონფლიქტის გამოწვევა არის მათი მიზანი. აქ რამდენიმე საკითხი მუშაობს, ერთია ის, რომ გამწვავებულმა აქციამ ხალხში გამოიწვიოს მღელვარება, საერთაშორისო შეფასებები დამძიმდეს. ამ ადამიანებს აქვთ ქვეცნობიერი კომპლექსი და უნდათ, რომ 7 ნოემბერი და 26 მაისი რამენაირად გამეორდეს საქართველოში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.