GD ჰოლდინგში შემავალი ქართული კომპანიები და უცხოელი აქციონერები: საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, მის ევროპულ კურსს და ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ნდობას ვუცხადებთ-გამჭირვალობაც ევროპული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია
GD ჰოლდინგის ქართული კომპანიები და უცხოელი მსხვილი აქციონერები განცხადებას ავრცელებენ:
„GD ჰოლდინგში შემავალი ქართული კომპანიები და მისი უცხოელი აქციონერები მიზანშეწონილად თვლიან გამოეხმაურონ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკა და წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები გვაძლევს სტიმულს, გავაგრძელოთ ინვესტირება საქართველოს ეკონომიკაში.
ქვეყანაში შექმნილი კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო, საგადასახადო პოლიტიკა, ბიზნესის განვითარების საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა, ბიზნესში ჩაურევლობა, ევროპულ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულების კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.
გამჭირვალობაც ევროპული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე უნდა გავრცელდეს.
ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, მის ევროპულ კურსს და ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ნდობას ვუცხადებთ”.