ირაკლი გოგავა: სამშობლოს დასაცავად რუსთაველზე!
„ჩვენ გავიმარჯვებთ დევიზით: მამული, ენა, სარწმუნოება! საქართველო აღარ არის კოლონია! სამშობლოს დასაცავად რუსთაველზე!” – ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ქართველი ერი ანტიკოლონიალურ მარშს ატარებს!
დიდი მნიშვნელობა აქვს მონაწილეთა რაოდენობას. სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის უცხოურ ცენტრში პრაგმატული, ცივსისხლიანი ტექნოლოგები სხედან. მათ უნდა ნახონ, რომ ქვეყნის არევას ვერ მოახერხებენ, ქართველი ხალხი ერთად დგას და არ დაუშვებს მათი მარიონეტების ხელისუფლებაში მოსვლას. გვესმის, რომ ამ მარიონეტებს მხოლოდ ერთი დავალება ექნებათ – საქართველო ომში ჩააბან. ეს სახელმწიფოს დაკარგვას ნიშნავს.
დღევანდელი არჩევანი არის შემდეგი:
კოლონია თუ თავისუფალი ქვეყანა!
ომი თუ მშვიდობა!
ვაჩვენოთ ყველას, რომ ქართველი ხალხი იბრძვის მშვიდობიანი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფოსთვის!
ჩვენ გავიმარჯვებთ დევიზით:
მამული, ენა, სარწმუნოება!
საქართველო აღარ არის კოლონია!
სამშობლოს დასაცავად რუსთაველზე!” – წერს ირაკლი გოგავა.