„ნაპოლის“ მწვრთნელი კვარაცხელიაზე: ფანტასტიკური ბიჭია
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ „რომასთან“ იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურის შეხვედრა (2:2) შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის მიზეზებზე ისაუბრა.
როგორც კალცონამ აღნიშნა, ხვიჩა ძალიან დაღლილი იყო და არსებობდა რისკი, რომ ტრავმა მიეღო, ამიტომ, შეცვალა.
„კვარაცხელია დაღლილი იყო, ყურადღებით უნდა ვიყო, რომ ბიჭების ტრავმები თავიდან ავიცილოთ. მან ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა. ზოგჯერ იძულებული ხარ, ცვლილება გააკეთო და გადავწყვიტეთ, რომ ეს ცვლილება გაგვეკეთებინა, ის ფანტასტიკური ბიჭია“, – განაცხადა კალცონამ.