შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა
შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა და შოტლანდიის „ნაციონალური პარტიის“ (SNP) ხელმძღვანელმა, ჰამზა იუსაფმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
„მას შემდეგ რაც დავფიქრდი იმაზე, თუ რა არის საუკეთესო ჩემი პარტიისთვის, მთავრობისა და ქვეყნისთვის [შოტლანდიისთვის], მივედი დასკვნამდე, რომ პოლიტიკური დაყოფის შემდეგ ჩვენი ურთიერთობების აღდგენა [სხვა პარტიებთან] შესაძლებელია მხოლოდ სხვა ხელმძღვანელობის პირობებში. ამიტომ მე ვაცნობე SNP-ს ეროვნულ სამდივნოს ჩემი განზრახვის შესახებ, დავტოვო პარტიის ლიდერის პოსტი და მოვითხოვო, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს შემცვლელი ლიდერის არჩევა“, – აღნიშნა ჰამზა იუსაფმა.
იუსაფმა თანამდებობა დატოვა მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე. გასულ კვირას მთავრობის მეთაურმა შოტლანდიის „მწვანეთა პარტიასთან“ კოალიციური შეთანხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. მიზეზი გახდა „მწვანეთა პარტიის“ უთანხმოება იმ ფაქტთან, რომ SNP-მ უარი თქვა გაცხადებულ მიზანზე – 2030 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიების 75%-ით შემცირება – და მას არარეალური უწოდა.
„მწვანეთა პარტიის“ მხარდაჭერის გარეშე იუსაფის პარტია უმცირესობაში აღმოჩნდა.