„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით შეძლო და დაამარცხა რეჟიმი, რომელიც სისტემურად აწამებდა ადამიანებს და ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს – ეპყრობოდა არაადამიანურად. ყველაზე ტრაგიკული და სამწუხარო არის ის, რომ ამ სისტემამ იკადრა, მათ შორის ადამიანის გაუპატიურება და ამ ყველაფრის მტკიცებულება არსებობს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „დღის ქრონიკაში“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შეკრებიდან განუცხადა.
„მინდა მივესალმო აქ მყოფ ადამიანებს და დღევანდელ დღეს აქ მობრძანებისთვის მადლობა გადავუხადო. როგორც ხედავთ, არის ძალიან კარგი განწყობა, აქ შეკრებილები არიან ის ადამიანები, რომლებსაც უკეთესი მომავალი უნდათ საქართველოსთვის, ასევე ის ადამიანები, რომლებიც აფასებენ მიღწეულს. პირადად მე აქ მოვედი დღეს იმიტომ, რომ გამოვხატო ძალიან ხმამაღლა სურვილი იმის შესახებ, რომ მინდა, რომ საქართველო იყოს სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი, გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და დავიკავოთ ჩვენი ადგილი, სადაც ვიქნებით თანასწორები თანასწორთა შორის. დღევანდელი დღე არის გამოხატულება „ქართული ოცნების“ კურსის მიმართ, რომელმაც, პირდაპირ ვიტყვი, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რომ 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით შეძლო და დაამარცხა რეჟიმი, რომელიც სისტემურად აწამებდა ადამიანებს და ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს – ეპყრობოდა არაადამიანურად. ყველაზე ტრაგიკული და სამწუხარო არის ის, რომ ამ სისტემამ იკადრა, მათ შორის ადამიანის გაუპატიურება და ამ ყველაფრის მტკიცებულება არსებობს.
„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან შეძლო ის, რომ ქვეყანამ დაიწყო აქტიური სვლა ევროპისკენ და ამის ნათელი მტკიცებულება არის ისიც, რომ დღეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აიღოს პასპორტი და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, შევიდეს ევროპაში. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ერთობლივად ვიზეიმეთ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის. სწორედ ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მე პირადად აქტიურად მხარს ვუჭერ „ქართულ ოცნებას“, ვარ ამ გუნდის მხარდამჭერი მისი დაარსების დღიდან ეს ასეც გაგრძელდება. მინდა ყველას მოვუწოდო ერთი რამ, აუცილებელია ყველამ ვიმსჯელოთ ფაქტებით, არ ავყვეთ დეზინფორმაციას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი9 ქვეყანა გაიმარჯვებს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.