ცოტნე ივანიშვილი: სასაცილოა იმის ფიქრი, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსულია – ოდითგანვე, გამჭვირვალობა ევროპული ღირებულება იყო
„მე ვარ პატრიოტი. ჩვენ ღირსეული წევრები უნდა გავხდეთ აუცილებლად ევროპული ოჯახის. სასაცილოა იმის ფიქრი, რომ ეს კანონი რუსულია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცოტნე ივანიშვილმა განუცხადა.
ის რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობს.
„მე მიყვარს ჩემი სამშობლო. ეს არ არის რუსული კანონი, ეს [გამჭვირვალობის შესახებ] ქართული კანონია. მე ვარ პატრიოტი. ჩვენ ღირსეული წევრები უნდა გავხდეთ აუცილებლად ევროპული ოჯახის. სასაცილოა იმის ფიქრი, რომ ეს კანონი რუსულია. ოდითგანვე, გამჭვირვალობა იყო ევროპული ღირებულება“, – აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.
რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.