მამუკა მდინარაძე: ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მთავარი ღირებულება არის სამშობლო და მისთვის თავის გაწირვაც შეიძლება, არა თუ რაიმე კანონზე საუბარი
„თუკი რაიმე ხდება, შემთხვევითი არაფერია. ჩანს, რომ გვიწევს ბრძოლა ღირებულებების გარშემო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტთან, სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს არ არის ბრძოლა ერთი ან ორი კანონისთვის. ასე არ უნდა დავწვრილმანდეთ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მთავარი ღირებულება არის სამშობლო და მისთვის თავის გაწირვაც შეიძლება, არა თუ რაიმე კანონზე საუბარი. და ვიღაცებს ყურს ჭრის ეტყობა და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: მამული, ენა, სარწმუნოება! – განაცხადა მდინარაძემ.