„პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა”, – განაცხადა პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი გაიარა.
„გავიარეთ თავისუფლებისთვის ბრძოლის, სამოქალაქო ომების, ოკუპაციის, ეკონომიკური კოლაფსის, ავტოკრატიის, მჩაგვრელი რეჟიმის ურთულესი პერიოდები. დღეს მსოფლიოში დრამატული მოვლენები ვითარდება, მიმდინარეობს ომები ახლო რეგიონში, თავად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამიტომ ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანა სწორედ სტაბილურობის უზრუნველყოფაა. დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის ფასი და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. ბოლო წლებში ამ ურთულეს დროში არაერთი პროვოკაციის, დესტაბილიზაციის და რევოლუციის მცდელობის მიუხედავად ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა. პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.