ლევან ნიკოლეიშვილი: უმთავრესი, რაც სახალხო შეკრებაზე გაჟღერდა – ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდეს, ქვეყანა ეკონომიურად გაძლიერდეს, 2030 წლისათვის კი ევროკავშირის წევრობა რეალური გახდეს
„ძალიან მოკლედ რომ შევაფასო გუშინდელი დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ხვალინდელ დღე გაცილებით წარმატებული და უკეთესი იქნება. არ დამითვლია, მაგრამ თუ შეიძლება რამეს უწოდო ზღვა ხალხი, სწორედ ეს იყო 29 აპრილს. საოცარი გარემო სუფევდა, დედაქალაქის და რეგიონებიდან ჩამოსულები ერთმანეთს ეფერებოდნენ, ესაუბრებოდნენ, აზრებს უზიარებდნენ, ერთად იყო ერი და ბერი“, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
ექსპერტის თქმით, უმთავრესი, რაც სახალხო შეკრებაზე გაჟღერდა ყველა პოლიტიკოსისა და თავად ბიძინა ივანიშვილის მიერ, გახლდათ ის, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდეს, ეს ქვეყანა ეკონომიურად უფრო გაძლიერდეს, ხოლო 2030 წლისათვის კი ევროკავშირის წევრობა რეალური გახდეს.
„ძალიან მოკლედ რომ შევაფასო გუშინდელი დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ხვალინდელი დღე გაცილებით წარმატებული და უკეთესი იქნება. არ დამითვლია, მაგრამ თუ შეიძლება რამეს უწოდო ზღვა ხალხი, სწორედ ეს იყო 29 აპრილს. საოცარი გარემო სუფევდა, დედაქალაქის და რეგიონებიდან ჩამოსულები ერთმანეთს ეფერებოდნენ, ესაუბრებოდნენ, აზრებს უზიარებდნენ, ერთად იყო ერი და ბერი. საინტერესოა, რომ ამ მართლაც ზღვა ხალხში პოლიცია არ იყო ბევრი, ვინც იყვნენ, ძალიან მარტივად იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და შეკრებილების უსაფრთხოებას, არც წყლის ჭავლის მანქანა დამინახავს სადმე და არც ე.წ. „რობოკოპები“, ან რა საჭირო იყო, როცა ამ ხალხის შეკრების მიზანი, განსხვავებით ოპოზიციისა და არასამთავრობოების მიერ ორგანიზებული აქციებისა, პროვოკაციებისა და დაძაბულობის კერების მოწყობა კი არა, არამედ სამშობლოს მიმართ სიყვარულის დაფიქსირება გახლდათ. უმთავრესი კი რაც ამ დიდ სახალხო შეკრებაზე გაჟღერდა ყველა პოლიტიკოსისა და თავად ბიძინა ივანიშვილის მიერ, გახლდათ ის, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდეს, ეს ქვეყანა ეკონომიურად უფრო გაძლიერდეს, ხოლო 2030 წლისათვის კი ევროკავშირის წევრობა რეალური გახდეს!“ – წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.