გია აბაშიძე: პარიზელ ხანუმად წოდებულმა, ზნეობადაკარგულმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების პროფესიულ დღეს, ჩვენი საამაყო ჯარის წინაშეც უსაქციელოდ გაახმოვანა ნაცნარატივები
„აგენტოკრატიის სახედაკარგული ლაქია, სალომე ზურაბიშვილი გონებადაბინდულია და ვერ აცნობიერებს, რომ სამშობლოს დამცველი ქართული ჯარი პოლიტიკის მიღმაა, ხოლო მისი უბადრუკი პოლიტიკური სისინი თავად ფორმალურ პრეზიდენტს ანგრევს“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის – კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს“.
აბაშიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ღირსებას ვერასდროს დაიბრუნებს და საქართველოს საზოგადოებისთვის ის დარჩება ერთ უბადრუკ მავნებელ ნაცსარეველად, რომელიც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საზოგადოებრივად და პოლიტიკურად გახმება.
„პარიზელ ხანუმად წოდებულმა, ზნეობადაკარგულმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების პროფესიულ დღეს, ჩვენი საამაყო ჯარის წინაშეც უსაქციელოდ გაახმოვანა ნაცნარატივები.
რაღაც ბნელ ძალებზე საუბრობდა ეს მოღალატე და შემთხვევით, ფურცლებზე სარკე ხომ არ ედო და ისე კითხულობდა?..
აგენტოკრატიის სახედაკარგული ლაქია, სალომე ზურაბიშვილი გონებადაბინდულია და ვერ აცნობიერებს, რომ სამშობლოს დამცველი ქართული ჯარი პოლიტიკის მიღმაა, ხოლო მისი უბადრუკი პოლიტიკური სისინი თავად ფორმალურ პრეზიდენტს ანგრევს.
შეუვალი მოცემულობაა, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსებას ვერასდროს დაიბრუნებს. საქართველოს საზოგადოებისთვის ის დარჩება ერთ უბადრუკ მავნებელ ნაცსარეველად, რომელიც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საზოგადოებრივად და პოლიტიკურად გახმება“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.