„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ სააღდგომოდ, შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 8 ავიარეისს ნიშნავს. დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 2-8 მაისის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:
2 მაისი: ნატახტარი-ამბროლაური გაფრენა -17:00 საათზე, ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა -18:15 საათზე.
3 მაისი: ნატახტარი-მესტია, გაფრენა – 16:30 საათზე, მესტია-ნატახტარი გაფრენა – 18:15 საათზე.
6 მაისი: ნატახტარი-ამბროლაური, გაფრენა – 17:15 საათზე, ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა – 18:15 საათზე.
8 მაისი: ნატახტარი-მესტია გაფრენა – 16:15 საათზე, მესტია-ნატახტარი გაფრენა 18:15 საათზე;
შეგახსენებთ, ნატახტარი–მესტიის მიმართულებით – 90 ლარი, ხოლო ნატახტარი–ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets