ეკა სეფაშვილი: რადიკალური ოპოზიცია სასოწარკვეთილია, რადგან რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საქართველოს ამდენი გულანთებული მოქალაქე იხილა
„რადიკალური ოპოზიცია სასოწარკვეთილია, რადგან რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საქართველოს ამდენი გულანთებული მოქალაქე იხილა,“- ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცის მიერ წარმოებული ბულინგი და ფსიქოლოგიური ზეწოლა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მათი რეალური ბუნება არ შეცვლილა.
„რადიკალების მიერ წარმოებული ბულინგი და ფსიქოლოგიური ზეწოლა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მათი რეალური ბუნება არ შეცვლილა და ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ისინი ხალხს ნამდვილ რეპრესიებს მოუწყობენ.
საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე მისულ რეგიონებიდან ჩამოსული ხალხისა თუ თბილისში მცხოვრებთა მიმართ შეურაცხმყოფელი ეპითეტები არის ფსიქოლოგიური ტერორი და ბულინგი, რომელსაც რადიკალები მიმართავენ,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.