ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას: ვერ ამოატრიალებთ საქართველოს!
„საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ჩვენი ერის თვითმყოფადობა, მრავალეროვანი, მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური თავისუფლება არის ჩვენი სიძლიერის წყარო“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ავტონომიას იცავს. მისივე თქმით, ქართველ ჯარისკაცს არ უნდა, რომ ვინც 2008 წელს „პარანოიული მდგომარეობა მოიყვანა საქართველოში კიდევ ერთხელ მოტრიალდეს და დაბრუნდეს“.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხი აპროტესტებდა იმ ბულინგს, რომელსაც ოპოზიცია ყოველდღიურად ახორციელებს მასზე.
„საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თქვენი „ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც უნდა საქართველოს ამოტრიალება, ვერ ამოატრიალებთ საქართველოს! საქართველომ ამ წლების განმავლობაში გამოიარა ყველა ის უბედური მახე, რომელიც თქვენ და თქვენმა პატრონებმა დაუგეს საქართველოს, არჩევნების არაღიარებით, ხელოვნურად შემოგდებული „არასამთავრობოთა“ გაყალბებული მაჩვენებლებით, რევოლუციის ტრიგერებით. დაუმთავრებელი შემოგზავნით დივერსანტებისა და პარანოიკებისა, რომელთაც რევოლუციები უნდა გამოეწვიათ აქ. უკრაინასთან ერთად საშინელება უნდა დაგვტყდომოდა ჩვენ. ვინ არის „გლობალური ომის პარტია“? ეს შეკრული წრე არის თავის პუტინით დაწყებული და წამქეზებლებით დამთავრებული. საქართველომ და ქართველ ხალხმა, ეს ისტორიულად იცის. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს ჯარს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.