აქციის მონაწილეების ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა
გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. მათ კანცელარიისკენ გიორგი ქადაგიძე და რატი ამაღლობელი გაუძღვა. დემონტარნტების მთავარი მოთხოვნა უცვლელია. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიიღონ კანონი ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს კანონით გათვალისწინებულ საზღვრებში დარჩენისკენ მოუწოდა. სამინისტრომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება სცადეს.