შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 3 სამართალდამცველი დაშავდა.
ერთ-ერთს თვალი აქვს დაზიანებული, მეორეს კი გულ-მკერდის არეში აქვს დაზიანება. სამივე მათგანი გადაყვანილია კლინიკაში.
სამართალდამცველებმა გამჭვირვალობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
მანამდე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციელების მისამართით საგნების სროლა დაიწყო. სამართალდამცველებმა რამდენიმე დემონსტრანტი ტერიტორიას განარიდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საჭიროების შემთხვევაში ყველა მოქალაქეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფენ.