საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა. დემონსტრანტებმა გზის სავალი ნაწილი სხვადასხვა საგნით ჩახერგეს.
დღეს შსს-მ განცხადება გაავრცელა, ნათქვამია, რომ აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.