შსს-ს ცნობით, დაკავებულია გუშინდელი აქციის 63 მონაწილე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის 63 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 166-ე და 173 მუხლებით 63 პირი დააკავეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 თანამშრომელმა“, – აღნიშნა დარახველიძემ.