გია აბაშიძე: საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს. რატომ არ ახსენებენ ამას ხშირად და საჯაროდ დასავლური მედია, დიპლომატები და პოლიტიკოსები? – საქართველოს არ აქვს სამშვიდობო შეთანხმება რუსეთთან, 6-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კი ხელმოწერის დღესვე დაარღვია

ხშირად მიწევს იმ უცხოელ კოლეგებთან ცხარე კამათი, რომლებიც საზრდოობენ მხოლოდ “ნაცპროპაგანდით”, არ აქვთ სიღრმისეული ცოდნა რეალურ ფაქტებზე, ამართლებენ დასავლურ თვალთმაქცობას და მათდა სამარცხვინოდ ჩვენს ხელისუფლებას უსინდისოდ ადანაშაულებენ ე.წ. “რუსეთუმეობაში”, –  წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 მისი თქმით, ყველა საჯარო სივრცეში, მუდმივაად ამხელს რეპუტაციაშელახულ, ფარისეველ დასავლელ პოლიტიკოსებს

 ხშირად მიწევს იმ უცხოელ კოლეგებთან ცხარე კამათი, რომლებიც საზრდოობენ მხოლოდ “ნაცპროპაგანდით”, არ აქვთ სიღრმისეული ცოდნა რეალურ ფაქტებზე, ამართლებენ დასავლურ თვალთმაქცობას და მათდა სამარცხვინოდ ჩვენს ხელისუფლებას უსინდისოდ ადანაშაულებენ ე.წ. “რუსეთუმეობაში”.

ყველა საჯარო სივრცეში მუდმივად ვამხელ რეპუტაციაშელახულ, ფარისეველ დასავლელ პოლიტიკოსებს მათივე სანდო მედიასაშუალებებზე დაყრდნობით.

გთავაზობთ ჩემს რამდენიმე არგუმენტს, რომლებიც საღად მოაზროვნე საზოგადოებას გამოადგება:

–  როგორც ჩანს, დასავლეთში ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის (არ სურს იცოდეს), რომ საქართველო არის ერთ-ერთი იმ ორ ქვეყანას შორის (მეორეა უკრაინა), რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს. რატომ არ ახსენებენ ამას ხშირად და საჯაროდ დასავლური მედია, დიპლომატები და პოლიტიკოსები?

–  საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოში, რომელიც ლეგალურად კვლავ ომობს რუსეთთან. საქართველოს არ აქვს სამშვიდობო შეთანხმება რუსეთთან. მხოლოდ 6-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც განხორციელდა ევროკავშირის/საფრანგეთის შუამავლობით და დაარღვია რუსეთმა ხელმოწერის დღესვე. კრემლზე ამ შეთანხმების შესრულებაზე ზეწოლის რაიმე მნიშვნელოვანი ხელშესახები ბერკეტი, გარდა შეშფოთებებისა, არავის უნახავს.

–  9 მაისის გამარჯვების დღეს მოსკოვში, წითელ მოედანზე, საქართველოს არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი 20 წელია არ ყოფილა. ჩვენგან განსხვავებით, ევროკავშირის, ნატოს წევრი ქვეყნების მრავალი ოფიციალური პირი, მინისტრი, სახელმწიფოს მეთაური და სხვა, იყო იქ პუტინთან/მედვედევთან ერთად, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მაგალითად, 2010 წლის მაისში.

–  სულ მცირე, 20 ევროკავშირის/ნატოს ყოფილი მაღალჩინოსანი საჯაროდ იყო კრემლის სახელფასო სიაში 2022 წლის გაზაფხულამდე, ზოგიერთი ჯერ კიდევ არის. და სად იყო მოწოდებები ამ პირებისა და და მათი ოჯახის წევრების ევროკავშირის ან აშშ-ის სავიზო აკრძალვის ან სანქციების სიაში შეყვანის შესახებ?

–  საქართველო იყო რუსეთის სანქციების ქვეშ წლების განმავლობაში, მათ შორის პირდაპირ ფრენებზე. ამ დროს კი, ევროკავშირის/ნატოს ყველა ქვეყანას დღემდე აქვს მასშტაბური ბიზნესი რუსეთში.

–  ნატოს ქვეყანას, ევროკავშირის კანდიდატ თურქეთს ჯერ კიდევ აქვს პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან და, რასაკვირველია, დიდი ვაჭრობა. პრეზიდენტი ერდოღანი საკმაოდ ხშირად ხვდება პუტინს. იგივე ეხება სომხეთს.

–  და სად არის დასავლური მოწოდებები სანქციების დაწესებაზე თურქეთის ან ერდოღანის და მისი ოჯახის წევრებზე, მის ოფიციალურ პირებზე? იგივეა სომხეთის შემთხვევაში. პრეტენზიები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მეზობლების მიმართ ვერანაირად გვექნება, სამართლიანი პრეტენზიებია დასავლელი ფარისევლების მისამართით.

–  და ვინ იყო უკანასკნელი ქართველი მოქმედი მაღალჩინოსანი, ვინც შეხვდა პუტინს ან მედვედევს? ალბათ, ეს მიხეილ სააკაშვილი იყო…” – წერს გია აბაშიძე.

ასევე იხილეთ