დავით ქართველიშვილი: დღეს ეშმაკის ადვოკატირების თუ ფსევდოჰუმანურობის დრო აღარაა – ჩამოყალიბდით!
„ნაცემ ხაბეზე „ჰუმანიზმით“ აღსავსე ჩემი ძვირფასი ფრენდების კომენტარებზე მინდა დავსვა მარტივი შეკითხვა: უვნებლად რომ გამოხატავდა თავის კონსტიტუციურ საპროტესტო უფლებას – ერთი ნაკაწრი მაინც თუ ჰქონდა? მოიზიდა მედია ოპერატორები, აიღო „რაზგონი“ და სპეცნაზელების დედისგინებით შევარდა მათ რიგებში,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
ქართველიშვილი ლევან ხაბეიშვილის ქცევას გამიზნულ პროვოკაციად მიიჩნევს, ხოლო იგივე ხაბეიშვილთან დაკავშირებით ჟოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ განცხადებას წინასწარ შეკვეთილ განცხადებად აფასებს.
„ნაცემ ხაბეზე „ჰუმანიზმით“ აღსავსე ჩემი ძვირფასი ფრენდების კომენტარებზე მინდა დავსვა მარტივი შეკითხვა: უვნებლად, რომ გამოხატავდა თავის კონსტიტუციურ საპროტესტო უფლებას – ერთი ნაკაწრი მაინც თუ ჰქონდა? მოიზიდა მედია ოპერატორები, აიღო „რაზგონი“ და სპეცნაზელების დედისგინებით შევარდა მათ რიგებში. ანუ, ამაში გამიზნულ პროვოკაციას ვერ ხედავთ? დღეს მის დალეწილ სახეზე მოუხდა ჟოზეფ ბორელს გაუგებარი განცხადების გაკეთება. თითქოს შეკვეთილი იყო. იმედი დავიტოვოთ, რომ ფინანსურადაც არ დაივიწყებენ Lee Van der Khabe-ს „გმირობას“. ან „კერკეტი კაკალი-3“ არ გინახავთ? ტერორისტი ლეიტენანტ მაკლეინს რომ აგზავნის ნიუ-იორკის აფროამერიკელებით დასახლებულ ჰარლემში პლაკატით: „მე მძულს ზანგები!“. რამდენ კვარტალს გაივლიდა ამ ეკიპირებით მაკლეინი? თქვენივე ლოგიკით, ლუციფერიც უნდა შევიბრალოთ, რადგანაც ღმერთის უსაყვარლესი ანგელოზი იყო. მაგრამ, დაეცა! შექმნა ეშმაკთა ლეგიონი და დღეს ღმერთს ებრძვის და მისი ხატისა და მსგავსების – ადამიანის დაღუპვაზე ზრუნავს! ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ახალგაზრდების დაღუპვაზე ზრუნავს დღეს ხაბე, იგივე, ლუციფეტისეული სიცრუის რიტორიკით! დღეს ეშმაკის ადვოკატირების თუ ფსევდო ჰუმანურობის დრო აღარაა – ჩამოყალიბდით!“ – წერს დავით ქართველიშვილი.