ანა დოლიძის და ჯინო დოლინი: ჟურნალისტებო, გთხოვთ გამოამზეუროთ 83 მონა დეპუტატის მეუღლეების, სრულწლოვანი შვილების და მშობლების ვინაობები, სად მუშაობენ, სად ცხოვრობენ, სად სწავლობენ
„ჟურნალისტებო, გთხოვთ, გამოამზეუროთ 83 მონა დეპუტატის მეუღლეების, სრულწლოვანი შვილების და მშობლების ვინაობები. სად მუშაობენ, სად ცხოვრობენ, სად სწავლობენ…”, – ამის შესახებ ოპოზიციონერ ანა დოლიძის და, ჯინო დოლინი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პარლამენტარების ოჯახის წევრებს უნდა იცნობდნენ, რათა შეარცხვინონ და ამ გზით ზემოქმედება მოახდინონ დეპუტატებზე.
„ჟურნალისტებო, გთხოვთ გამოამზეუროთ 83 მონა დეპუტატის მეუღლეების, სრულწლოვანი შვილების და მშობლების ვინაობები. სად მუშაობენ, სად ცხოვრობენ, სად სწავლობენ…
შეიძლება, უსამართლოა მათი დაშეიმინგება, მაგრამ მათაც უნდა იგრძნონ უსამართლობის გემო, როგორც უმრავლესობა ამ ქვეყნის მოქალაქეს გვექცევიან მათი ოჯახის წევრები. მათ უნდა ვიცნობდეთ, ისინი უნდა შევარცხვინოთ და იქნებ საკუთარი ოჯახის წევრების გამო მაინც შეიკავონ ამ მონებმა ქვეყნის ღალატისგან თავი.
#არარუსულკანონს #არარუსულმთავრობას
„ჩვენ მოვიგებთ ომს!“ – წერს ჯინო დოლინი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.