top_leaderboard

მიხეილ ყაველაშვილი: ნახეთ, როგორ იქცევა პოლიცია ვირჯინიის უნივერსიტეტში აქციის დაშლისას და რა ვქნათ ახლა – შეშფოთება გამოვხატოთ ამერიკის ხელისუფლების მიმართ და პროტესტი გამოვხატოთ მათი პოლიციის ქმედებაზე?

„ჩვენ ვართ ღია და გვინდა პარტნიორული ურთიერთობები ყველასთან და ამას ვამტკიცებთ კიდეც, მაგრამ შეხედეთ, ვინ ახმოვანებს რადიკალურ მითითებებს, არც იცვლებიან აქტორები – კუბილიუსი, კრამონი, ფოტიგა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ის ადამიანები არიან, ვინც ყალბ ნარატივებს აჟღერებენ და ამით ცდილობენ საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატარონ.

„დარბევაზე გვესაუბრებიან, არადა ნახეთ, როგორ იქცევა პოლიცია ვირჯინიის უნივერსიტეტში აქციის დაშლისას და რა ვქნათ ახლა – შეშფოთება გამოვხატოთ ამერიკის ხელისუფლების მიმართ და პროტესტი გამოვხატოთ მათი პოლიციის ქმედებაზე? ესაა ორმაგი სტანდარტი და ვერავისგან მივიღებთ მითითებას. ჩვენ ვართ ღია და გვინდა პარტნიორული ურთიერთობები ყველასთან და ამას ვამტკიცებთ კიდეც, მაგრამ შეხედეთ, ვინ ახმოვანებს რადიკალურ მითითებებს, არც იცვლებიან აქტორები – კუბილიუსი, კრამონი, ფოტიგა.

პირდაპირ ვამხელთ, რომ ფული აქვთ აღებული და ამის გამო საუბრობენ. ახალგაზრდებს მინდა მივმართო და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც მოუწოდებენ არეულობისკენ – ანალოგიური ხდებოდა სააკაშვილთან მიმართებაში, როცა მთელი საზოგადოება იყო ჩართული, მათ შორის მსოფლიო მედია, თითქოს დემენცია ჰქონდა და კლავდნენ სააკაშვილს. ვიხილეთ კიდეც 27 ქვეყნის ელჩების დემარში იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ. ეს ხომ ფაქტია და რას გვიპასუხებს ამაზე, ხარანაული იქნება ეს თუ კინწურაშვილი? არ რცხვენიათ, ვის ემორჩილებიან? პირდაპირ ვეუბნები მათ, რომ გარე ძალებს ემსახურებიან და იმიტომ სურთ ეს არეულობა, რომ შემდეგ ქვეყანა ჩართონ ომში.

რაც უკრაინაში ხდება, იგივე სურთ საქართველოში და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. კი დაინახა საქართველომ, სად დგას უმრავლესობა. ახლა რასაც ვუყურებთ, ესაა უმცირესობების ახირებები და ამას ემსახურებიან ეს გულანთებული ახალგაზრდები. უმრავლესობა არის მმართველი ძალა, რომელიც წლებია ყველა არჩევნებში იმარჯვებს და დღესაც არის ამ უმრავლესობის ნაწილი და ნუ ცდილობენ ვითარების არევას. დაიცვან წესები და ერთხელ და სამუდამოდ დაიცვან წესები, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუ აქვთ, მაგრამ ძალადობას და გადატრიალებას, რასაც ცდილობენ, არ დავუშვებთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ