გიორგი ჩაკვეტაძე: არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გამჭვირვალობა, როგორც ერთ-ერთი მთავარი ევროპული ღირებულება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს
„არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გამჭვირვალობა, როგორც ერთ-ერთი მთავარი ევროპული ღირებულება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
„ველოდებით, რომ მეორე მოსმენით განვიხილავთ გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონს, რომელიც ჩვენი [უმრავლესობის] მხრიდან იქნება სრულად მხარდაჭერილი. არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გამჭვირვალობა, როგორც ერთ-ერთი მთავარი ევროპული ღირებულება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და რაც არ უნდა იარლიყები მიაწებონ ამ კანონპროექტს, ეს დარჩება როგორც გამჭვირვალობის ქართული კანონი. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ახალგაზრდებს, რომ არ მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, დადგნენ სიმართლის მხარეს. სიმართლე არის ერთი, რომ ამ კანონის ერთადერთი მიზანი არის გამჭვირვალობა“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.