დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი ქვეყანა დავიცავით იმისგან, რომ პირდაპირი გზით არ ჩართეს ომში, მაგრამ ამას ახლა შემოვლითი გზით ცდილობენ – არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო ომის ქარცეცხლში გაეხვიოს და ამით უკრაინას დაემსგავსოს

„სამართალდამცველთა წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებული ერთგვარი კამპანია არის ნეოფაშისტური დამოკიდებულება,“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ვერც კი მიხვდნენ რა დანაშაულებისთვის გაუშვა საზოგადოებამ პოლიტიკურ სანაგვეზე და ისინი ახლა რეაბილიტაციას ცდილობენ.

„სამარცხვინოა, როცა ძალადობაზე საუბრობს ის ძალა, რომელიც 7 ნოემბრის, „იმედის“ დარბევის, ჯიხურებზე გვამების შემოდების და ორი გვამის მოთხოვნის ავტორია. ძალა, რომელმაც, ფაქტობრივად, დანაშაული ჩაიდინა, როდესაც საკუთარ სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება. მათ ძალიან ბევრი დანაშაული აქვთ. სამართალდამცველებზე თავდასხმაც მათი დესტრუქციის ნაწილია. ამას საზოგადოება არ უნდა აყვეს, რადგან წარსულში ძალადობის ავტორი ხელისუფლება დღეს უკეთეს მომავალს ვერ შექმნის.

ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ვერც კი მიხვდნენ რა დანაშაულებისთვის გაუშვა საზოგადოებამ პოლიტიკურ სანაგვეზე. ისინი ახლა რეაბილიტაციას ცდილობენ, მათ კი სწორედ ის ძალები ეხმარებიან, რომელთაც საქართველოში აწყობთ დესტრუქცია. სწორედ ამიტომ არის მიხეილ სააკაშვილი შემოყვანილი ალტერნატივად და წარმოდგენილი „ვივამედში“. მაგრამ მათი ეს გეგმა მიუღწეველია – საზოგადოება კარგად იცნობს ასეთ ძალადობრივი სცენარების ავტორებს, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს ისევ პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში არიან. გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები სწორედ იმ შავი ფულით აპირებენ ასეთი ძალების რეაბილიტაციას, რადგან ისინი ყველაფრის შემსრულებლები არიან. „ქართული ოცნება“, მმართველი გუნდი გარე დაკვეთებს ასე ერთპიროვნულად არ ასრულებს. ის, უპირველესად, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დამცველია. ჩვენ უკრაინიდან ამის შესახებ გაგვაგონეს კიდეც, როცა თქვეს, რომ „ქართული ოცნება“ ომს არ დაიწყებს, მაგრამ, სააკაშვილი რომ ყოფილიყო, დაიწყებდაო. ისინი ამაში მართლები იყვნენ. ის შეცდომები, რაც უკვე ვიხილეთ, არ უნდა დავუშვათ ქვეყანაში. ჩვენი ქვეყანა დავიცავით იმისგან, რომ პირდაპირი გზით არ ჩართეს ომში, მაგრამ ამას ახლა შემოვლითი გზით ცდილობენ და არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო ომის ქარცეცხლში გაეხვიოს და ამით უკრაინას დაემსგავსოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე იხილეთ