„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„მეორე მოსმენით მიღებულია!
აუცილებელია ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა, რადგან ეს არა მხოლოდ სუვერენიტეტის, არამედ, უკვე სახელმწიფოებრივი მდგრადობის საკითხია.
პოლიტიკური უმცირესობის ნება-სურვილზე არ უნდა იყოს კანონშემოქმედება დამოკიდებული.
მამული, ენა, სარწმუნოება!
გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.