ლევან ნიკოლეიშვილი: რუსებს ებრძვის და რუსია, გამჭვირვალეობას ქადაგებს და გაუმჭვირვალეა, პარადოქსია არა? გიორგი ონიანი არის აგენტი, შესაბამისად, ის უბრალოდ თავისი თავის გადარჩენას “ჩალიჩობს”
„გამჭვირვალობის მომხრეებს რუსებად მოიხსენიებს ადამიანი, რომელმაც 2003 წელს მოსკოვში, კაგებეშნიკების სამჭედლოში, მგიმოში დაამთავრა ბაკალავრიატი და მუშაობს ფონდში, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა ჰქვია”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობის” თანამშრომელ გიორგი ონიანზე.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ონიანი სინამდვილეში აგენტია და ვინაიდან ხელისუფლება აგენტებს ებრძვის, ის თავის გადარჩენას ცდილობს.
„გამჭვირვალობის მომხრეებს რუსებად მოიხსენიებს ადამიანი, რომელმაც 2003 წელს მოსკოვში, კაგებეშნიკების სამჭედლოში, მგიმოში დაამთავრა ბაკალავრიატი და მუშაობს ფონდში, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა ჰქვია. რუსებს ებრძვის და რუსია, გამჭვირვალეობას ქადაგებს და გაუმჭვირვალეა, პარადოქსია არა? სინამდვილეში ყველაფერს სწორად აკეთებს, იმიტომ რომ ხელისუფლება ებრძვის აგენტებს და გიორგი ონიანი არის აგენტი, შესაბამისად, ის უბრალოდ თავისი თავის გადარჩენას ჩალიჩობს!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.