პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს მხარი პარლამენტის 83-მა წევრმა დაუჭირა, 23 -წინააღმდეგი იყო. ორი დღის განმავლობაში მუხლობრივი განხილვის დროს, პარლამენტმა იმსჯელა სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასთან, განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფასთან, ყოველწლიურ საფინანსო დეკლარაციასთან, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებასთან, მონიტორინგთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კანონპროექტით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ითვლება ის არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციები, რომელთა არაკომერციული წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

პროექტით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელმა ორგანიზაციამ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია უნდა წარადგინოს.

​პარლამენტმა, ასევე, იმსჯელა საქართველოს პარლამენტის წევრის, თეონა აქუბარდიას ალტერნატიულ წინადადებებზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სათაურზე და ცალკეულ ნორმებზე და მხარი არ დაუჭირა.

ასევე იხილეთ