მამუკა მდინარაძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არყოფნის მიზეზი განმარტა და განაცხადა, რომ ხვალ ხერხემალზე ოპერაციას უკეთებენ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არყოფნის მიზეზი განმარტა და განაცხადა, რომ ხვალ ხერხემალზე ოპერაციას უკეთებენ.
„დღეს დილით ფეხი ვეღარ დავდგი, გაუსაძლისი ტკივილი მქონდა და აღმოჩნდა, რომ მთელი ეს პერიოდი თურმე 12-მილიმეტრიანი სეკვესტრირებული თიაქრით დავდიოდი. აღარ მიშვებენ უკვე ჩემს ჭკუაზე, ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს და ჩათვალეთ, რომ 84-ე ხმა ჩემია“, – აღნიშნა მდინარაძემ.