გიორგი მამაცაშვილი: ეს არაა მშვიდობიანი პროტესტი!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ცხელ გულზე ვწერ.

გულნატკენი ვწერ.

სიფრთხილითა და მომავლის რწმენით ვწერ.

უთქმელობა აღარ იქნება.

სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას!

🔹 ქვის სროლა მშვიდობიანი აქციის თანამდევი ქმედება არ არის.

🔹 შუა თითის ჩვენება ზრდილობა არ არის.

🔹 პოლიციელისთვის სახეში ფურთხება მშვიდობიანი პროტესტის ფორმა არ არის.

🔹 ნაგვის ურნების გადმოყრა და ცენტრალური გამზირის ნაგვით გავსება საკუთარ ქალაქზე ზრუნვის პარამეტრებში არ ჯდება.

🔹 ვიდეოკამერების დამტვრევა ახალგაზრდა გოგო-ბიჭების ცეკვა-თამაშის შემადგენელი საქციელი არ არის.

🔹 ცეცხლის დანთება და საკუთარ სამშობლოში ახალი „მაიდნის“ დაანონსება არაა მშვიდობიანი დემონსტრანტების ღირსეული ქმედება.

🔹 საკანონმდებლო ორგანოში შევარდნის მცდელობა ან, თუნდაც, მცდელობის მსგავსება არანაირად არ ჯდება მშვიდობიანი, სახალხო რევულუციის ჩარჩოებში.

🔹 არც წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გაშვებაა დიქტატურის უტყუარი ნიშანი.

დარბევა და სისხლის გუბეები მაშინ უნდა გენახათ, ნაციონალთა ბელადი რომ ჭიხვინებდა ხელისუფლების სათავეში და ახლა, მაგ აქციას რომ ე.წ. ლიდერებად ევლინებიან, საპირფარეშოს ქაღალდად რომ ხმარობდა იმავე ლიდერებს დორბლიანი.

🔸

გახსოვდეთ:

ის, რაც ხდება რუსთაველის გამზირზე, არაა მშვიდობიანი პროტესტი.

შესაძლოა, აქციებზე ბევრი გულწრფელობითაც მივიდა და ბევრიც მშვიდობიანი ზრახვებით, მაგრამ ერთიანობაში, რასაც ვუყურებთ – ეს არ ჯდება მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებში!

ჭიჭევაშაძისა და უგულავას გაცინებულ კადრებზე ახლა შეგნებულად არ ვსაუბრობ – ჯალათებისგან მეტს არც ველი, მაგრამ…

უზრდელი და ქაჯი ანი წითლიძე არაა კულტურული საქართველო!

მოძალადე ალეკო ელისაშვილი არაა მშვიდობიანი საქართველო!

მევახშე და მერაბ კოსტავაზე ხელის ამწევი მამუკა ხაზარაძე არაა ფინანსურად ძლიერი საქართველო!

არც ლაზარე გრიგორიადისია საქართველო, რომელსაც ხახვივით შერჩა პოლიციელებზე თავდასხმა და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა კანონის დამცველების მისამართით.

არც გრიგორიადისის შემწყალებელი სალომე ზურაბიშვილია სამართლიანი საქართველო, რომლისგან არც ის გამიკვირდება, ესკალაციის გასაზრდელად ქვეყნის პირველ ნაძირალას „ვივა-მედიდან“ პირდაპირ რუსთაველის გამზირზე თუ წაუძღვება.

აკი, ნაძირლების შეწყალებაში ზურაბიშვილს ბადალი არ ჰყავს?!

2011 წლის 26 მაისს დარბეულ მანიფესტაციას რომ „ქალაქის ნაგვისგან გაწმენდა“ უწოდა, არც ის ლევან ხაბეიშვილია ზნეობრივი საქართველო!

არც ის მომღერლები არიან „მრავალჟამიერის“ საქართველოდ წოდებულები, 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი ღამის მერე სააკაშვილის საამებლად რომ მღეროდნენ რუსთაველზე.

არც ის ჟურნალისტები არიან ჟურნალისტები, ჩასვრილები(!) რომ იყვნენ მერაბიშვილისა და ახალაიების რეჟიმის დროს და არცერთხელ არ გაუპროტესტებიათ ჟურნალისტებზე ძალადობა!

🔸

ქვემოთ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩემი და ბექა სივსივაძის კადრებიცაა, როცა ნატყვიარებს ვერ ვითვლიდით სხეულზე.

არ მახსოვს ამ ჯუჯების და ძალად ჟურნალისტების პროტესტი, სხვათაშორის.

🔸

ეს არ არის საქართველო!

და ერთიანობაში – ეს არც მშვიდობიანი პროტესტია!

და როგორც ჭაბუა ამირეჯიბი იტყოდა – ჭკუით, ქართველებო!

და გახსოვდეთ: საქართველო, უპირველეს ყოვლისა!

დიახ, უპირველესად ის საქართველო, რომელსაც ამ ახალგაზრდა გოგო-ბიჭების  გამოუცდელობით, ბევრი მათგანის უნებლიე(ასე მჯერა!) საქციელითა და პოლიტიკური ნაძირლების პირდაპირი, მოღალატეობრივი ქმედებებით ყოველდღე ვანგრევთ და ვაუბედურებთ!

🔸

სათქმელია ბევრია.

დანარჩენს მომავლისთვის შევინახავ.

იმ მომავლისთვის, ამ გულანთებულ, შესაძლოა, შეცდომაში შეყვანილ გოგო-ბიჭებთან (ვთქვათ სიმართლე – ასეთებიც არიან ამ აქციებზე!) ერთად, ყველა ერთად რომ დავდგებით და შევძახებთ: ჩემი საქართველო აქ არის!

დიდება საქართველოს!

დიდება მამულისთვის, ენისთვის, სარწმუნოებისთვის თავგანწირულ გმირებს!”

 

ასევე იხილეთ