ბესარიონ გუგუშვილი: ახლა პუტჩისტებს ეხმარებიან ისინი, ვინც დაეხმარნენ 90-იან წლებში ზვიად გამსახურდიას დასამხობად
“დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრემიერ-მინისტრმა, ბესარიონ გუგუშვილმა, “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ დასავლეთის რეაქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, რამდენიმე სენატორის და კონგრესმენის წერილი, არ ასახავს დასავლეთს მთლიან პოლიტიკურ სპექტრს.
მისი განცხადებით, ულტრამემარცხენეთა ჯგუფი, რომელიც ახლა რადიკალურ ოპოზიციას ეხმარება, 90-იან წლებში ეხმარებოდა პუტჩისტებს ზვიად გამსახურდიას მოშორებაში. როგორც გუგუშვილი აცხადებს, იგივე ძალები ახლა ცდილობენ, საქართველო გადაიყვანონ გარე მართვაზე, რაც ქვეყანას დამოუკიდებლობას აკარგვინებს.
“ვინ მოაწერა იმ რეზოლუციას ხელი, რამდენიმე პარტიამ, რამდენიმე სენატორმა, რამდენიმე კონგრესმენმა – უმთავრესად ულტრამემარცხენეებმა და დასავლეთი არ არის ულტრამემარცხენეები მხოლოდ. დასავლეთში ფერადი პოლიტიკური სპექტრია, ასეთებიც არიან, ისეთებიც. ახლა პუტჩისტებს ეხმარებიან ისინი, ვინც დაეხმარნენ ქართველ პუტჩისტებს 90-იან წლებში ზვიად გამსახურდიას დასამხობად, ისინი, ვინც ზვიად გამსახურდია გამოაცხადა ადამიანად, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს და გამოაცხადა დიქტატორად.
იგივე ძალები დღეს ცდილობენ, საქართველო გადაიყვანონ გარედან მართვაზე, არ უნდათ, რომ საქართველო თავის თავს შიგნიდან მართავდეს ადამიანების უმეტესობის ნებით, მათ უნდათ, გარედან მართონ საქართველო, ამით საქართველო კარგავს პრაქტიკულად დამოუკიდებლობას. ეს არის ჩემი დასკვნა, ეს გამოცდილება ეფუძნება საქართველოს გამოცდილებას, ჩეჩნეთის გამოცდილებას, აზერბაიჯანში პუტჩის გამოცდილებას, როდესაც ალიევები მოვიდნენ და გამეფდნენ იქ, სომხეთში, უკრაინაში, სერბეთში და სხვაგან – არსად სიკეთე არ მოუტანია ამ ფერად რევოლუციებს”, – განაცხადა ბესარიონ გუგუშვილმა.