იაგო ხვიჩია: გულწრფელ პროტესტს აფრთხობს უთავობა, ის, რომ ამერიკელებს საქართველოში არასათანადო ხალხი წარმოადგენენ და ის, რომ ვითომ პროდასავლელი აქტივისტები სინამდვილეში პრორუსები არიან

„ყველგან ფიზიკურად ცუდად იქცევა  და ნომერ პირველი არიან პოლიტიკური აქტივისტები. ამ ნომერ პირველ პოლიტიკურ აქტივისტებში ყველაზე უზრდელები არიან ხოშტარიას ამომრჩევლები, რომლებიც სხვას ეძახიან „რუსული კანონი“, „რუსული ფული“, რაღაცა გიჟობას იძახის ხალხი, რომელიც პუტინიდან ფინანსდება, ოფიციალურად ფინანსდება რუსეთის ბიუჯეტიდან“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიამ სხვადასხვა აქტივისტების ჯგუფებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გულწრფელ პროტესტს აფრთხობს უთავობა, ის, რომ ამერიკელებს საქართველოში არასათანადო ხალხი წარმოადგენენ და ის, რომ ვითომ პროდასავლელი აქტივისტები სინამდვილეში პრორუსები არიან.

„წარმოიდგინე, რომ პარლამენტის უკანა მხარეს ჩვეულებრივი ხალხი ხომ აპროტესტებს და რაღაც ადგილებში სხედან პოლიტიკური აქტივისტები, უდონო აქტივისტები, არაფერი რომ არ შველით, რაღაც პარტიის, რომლის ამოცანაც არის და ფეიქსბუქზე წერდნენ, იაგოს დისკომფორტი უნდა შევუქმნათ მიტინგზეო, ამიტომ ვეძახით რაღაცებსო. სულ ლაივით დავდივარ, ხალხი უყურებს და პირადად გავსაუბრებივარ ათას ადამიანს და სამი აქტივისტი ერთი და იგივე ხოშტარიასი ან ლგბტ აქტივისტები და ვიღაც უცნაური ხალხი, რომელიც ან კვოტებზე გიხურებს რაღაცას, ერთი მიხურებდა იმიტომ, რომ კატები არ მიყვარდა მისი აზრით, სად ნახა ჩემი კატების სიყვარული ან სიძულვილი, აი კატაზე ხმა არ ამომიღია, ერთი კარაკალის კატა მიყვარს-თქო, მაქვს ნათქვამი სადღაც, მეტი სხვა არაფერი არ მითქვამს. ესენი არიან ასევე მიტინგის დამშლელები, რამდენიმე რაღაცა არის, რომელიც მიტინგს შლის. არსებობს ხალხი, რომელიც ცალკე არის და იმას საერთოდ არ ეხება, არის ხალხი, რომელიც ერთ კარს ეჯაჯგურება, იმას პარლამენტში შევარდნა არ უნდა, პარლამენტს ბევრი კარი აქვს, ბევრი ფანჯარა აქვს, ანუ შესავარდნად სხვანაირად იქცევი. თან რატომ უნდა შევარდე, შიგნით სპეცრაზმია  ბოლო-ბოლო, ანუ რაღაცით ხომ უნდა ახსნა. აი, ასეთი რაღაცები აფრთხობს ხალხს, ამას დამატებული ის ხალხი ვინც, ვითომ მხარდამჭერები არიან, ენჯეოშნიკები და ვიღაცები, რომლებიც უკვე მხარდამჭერ ხალხს ყოფენ, ვიღაცა გენდერებში რომ არ ეთანხმება ამის გამო აკრიტიკებენ. გულწრფელ პროტესტს უთავობა და ის, რომ ამერიკელებს აქ არასათანადო ხალხი წარმოადგენენ, ის რომ ვითომ პროდასავლელი აქტივისტები სინამდვილეში პრორუსები არიან, ელენე ხოშტარიას აქტივისტი როგორ შეიძლება დასავლელი და ევროპელი იყოს, ის კი შეიძლება იყოს და უნდოდეს, მაგრამ რუსეთიდან ფინანსდები მთელმა ქვეყანამ იცის, ვერ დაამტკიცე საწინააღმდეგო, თქვი რომ ინტელექტუალური საკუთრებისთვის მაფინანსებენ რუსებიო, კაი ახლა მართლა და სხვას ლანძღავ, ვითომ დადიხარ იმითი ოკუპირებული 20% არ მავიწყდებაო, კაი, კაცო, ფულს რომ იღებ, მაშინ ხომ გავიწყდება და მართლა სხვას როგორ ლანძღავთ, გიჟები ხომ არა ხართ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

 

ასევე იხილეთ