ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: მოკლედ, ვერაფრით დაიწყეს მაიდანის “მოხოდვა” და რას აღარ “ჩალიჩობენ”
„მოკლედ, ვერაფრით დაიწყეს მაიდანის “მოხოდვა” და რას აღარ “ჩალიჩობენ”… – წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
ქადაგიძის თქმით, პარლამენტთან მყოფი ორგანიზატორები მიხვდნენ, სახარბიელო არაფერი მოხდებოდა რუსთაველზე და ხალხი გმირთა მოედანზე გაუშვეს. მანვე აღნიშნა, რომ აქციის ორგანიზატორები გაქრებიან და მიუშვებენ ანგაჟირებულ აქტივისტებს მავნებლობისთვის.
„მოკლედ, ვერაფრით დაიწყეს მაიდანის “მოხოდვა” და რას აღარ “ჩალიჩობენ”… გმირთა მოედანზე ხელოვნური კოლაფსი შექმნეს, მძღოლებს დაუპირისპირდნენ, მოქალაქეებთან კონფლიქტში შევიდნენ და პოლიციამ გზა გახსნა… პარლამენტთან მყოფმა ორგანიზატორებმა კი მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, სახარბიელო არაფერი მოხდებოდა რუსთაველზე, “ექსპრომტად” ( აკერმანის თეორიების მიხედვით) განაცხადეს, ჩვენ მეგობრებს არბევენ გმირთა მოედანზე, გაზი გაუშვეს და დავიძრათ მათ დასახმარებლადო… ახლა, მივლენ გმირთა მოედანზე და რა?! აქციის ორგანიზატორები გაქრებიან და მიუშვებენ ანგაჟირებულ აქტივისტებს მავნებლობისთვის. სტანდარტული მანევრი – თუ პოლიციის პროვოცირებას მოახდენს, აქტივი ხომ მომენტალურად გაჩნდებიან და იტყვიან – ბავშვებს სცემენ ხალხოო! თუ არაფერი მოხდება, მშვიდად უყურებენ ტელევიზორებიდან, როგორ დაანაგვიანებენ, დაწვავენ და იძალადებენ პარტიული აქტივისტები”, – წერს ქადაგიძე.