სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: შეუძლებელია, ამის საწინააღმდეგო ჰქონდეს ვინმეს რამე იმ კონკრეტული ადამიანების გარდა, ვინც იღებს ამ ფულს და ვისაც მართლა რაღაც აქვს დასამალი

„შეუძლებელია, ამის საწინააღმდეგო ჰქონდეს ვინმეს რამე იმ კონკრეტული ადამიანების გარდა, ვინც იღებს ამ ფულს და ვისაც მართლა რაღაც აქვს დასამალი”, – ამის შესახებ პარტია „ხალხი ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

„კანონპროექტი არის გადმოწერილი ამერიკულიდან, ოღონდ იქ არის სისხლისსამართლებრივი დევნა, ჩვენთან მსგავსი არაფერია. აქ არის ჯარიმები და არაფერს ითვალისწინებს გამჭვირვალობის გარდა. შეუძლებელია, ამის საწინააღმდეგო ჰქონდეს ვინმეს რა იმ კონკრეტული ადამიანების გარდა, ვინც იღებს ამ ფულს და ვისაც მართლა რაღაც აქვს დასამალი, ვინც კეთილ საქმეს კი არ ემსახურებიან, არამედ ატარებენ ტრენინგებს, როგორ მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, და მათ დონორების გარდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს მიმართ არსებულ ორმაგ სტანდარტზე.

„დღეს გაკეთდა ძალიან ბევრი განცხადება დასავლეთიდან, ამერიკის ელჩიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაწყებული, ევროკავშირის დონიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ისინი იჩენენ კანონთან დაკავშირებით. როდესაც საფრანგეთი იღებს მართლა ძალიან მკაცრ კანონს და თურმე, საფრანგეთს აქვს ამის უფლება, ხოლო როცა ანალოგიურ, მაგრამ გაცილებით რბილ კანონს იღებს საქართველო, თურმე, ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება. როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიცია შედის უნივერსიტეტებში, უნივერსიტეტების კამპუსებში რამდენიმე ასეულ ადამიანს, ახალგაზრდებს იჭერენ ყოველდღე, ქუჩის გადაკეტვის გამო კი არა, უნივერსიტეტებში, ის თურმე, კანონის უზენაესობაა. ამაზე ბაიდენის განცხადება მოვისმინეთ, რომელმაც თქვა, რომ არავის აქვს კამპუსებში გამაგრების უფლება. მაგრამ როდესაც ხდება საქართველოს პარლამენტზე თავდასხმა, ყველაფრის მტვრევა, პოლიციელებზე თავდასხმა, ამ შემთხვევაში თურმე, ჩვენი სტანდარტი უნდა იყოს ის, რომ პოლიციას არ აქვს წესრიგის დამყარების და დამნაშავის დაკავების უფლება. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის. ჩვენ მეგობრებისგან ველოდებით მეგობრობას, იმავე სტანდარტით მეგობრობას, რასაც თავის თავს უწესებენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ