პროექტის „ჩოხატაურში დამწყებ მეწარმე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში, 9 მეწარმე ქალი დაფინანსდა

პროექტის „ჩოხატაურში დამწყებ მეწარმე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის შვიდი სხვადასხვა სოფლიდან – 9 მეწარმე ქალი დაფინანსდა და მათ მცირე ბიზნესი წამოიწყეს.

ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებით, ანა კალანდაძის სახელობის სკვერში მოეწყო ბენეფიციარების მიერ წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

„პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ. შეირჩა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გურიაში, რომელიც გახლდათ საკმაოდ ახალი, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეფინანსებინა  და მათი მეშვეობით მოხდა ბენეფიციარების შერჩევა. ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, რეგიონში ასე მოშორებით მუნიციპალიტეტის სოფლებში იპოვოთ დამწყები მეწარმეები, რომლებიც ვერ იღებენ სხვა დაფინანსებებს იმიტომ, რომ უბრალოდ წვდომა და ცნობიერება არ აქვთ ამასთან დაკავშირებით და ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, რომ შეიძლება მათ ჰქონდეთ გადასარევი იდეები და მოხდეს მათი დაფინანსება“, – განაცხადა  პროექტ „CESL“-ის  ხელმძღვანელმა, ჰოვარდ ჰარდინგმა.

როგორც ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ დამფუძნებელმა, ირინე ბაქრაძემ აღნიშნა, ერთი წლის მანძილზე ბენეფიციარებს ჩაუტარდათ სხვადასხვა ტრენინგი და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩოხატაურს ჰყავს შემდგარი და წარმატებული მეწარმე ქალები.

ასევე იხილეთ