გია აბაშიძე: ფარისევლობა-თვალთმაქცობის სინონიმად იქცნენ ის გარე აქტორები, რომლებიც დასავლური პოლიციის ბრუტალურობას „ვერ ხედავენ“, ხოლო საქართველოს დეპოლიტიზირებულ პოლიციაში ეძებენ არარსებულ ხინჯებს

„ციფრული სამყაროს ეპოქაში დრომოჭმულია სამარცხვინო ორმაგი სტანდარტები, რომ თითქოს კანონის დამცველი ქართული პოლიცია „არბევს“, ხოლო ამერიკელი სამართალდამცველები პროტესტებს „შლიან“. ფარისევლობა-თვალთმაქცობის სინონიმად იქცნენ ის გარე აქტორები, რომლებიც დასავლური პოლიციის ბრუტალურობას „ვერ ხედავენ“, ხოლო საქართველოს დეპოლიტიზირებულ პოლიციაში ეძებენ არარსებულ ხინჯებს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

აბაშიძემ აღნიშნა, რომ მაშინ როცა UCLA-ს კამპუსის შემთხვევაში, ამერიკელმა პოლიციელებმა სპეცსაშუალებების ჭარბი გამოყენების გარდა, სტუდენტებს მოუწყვეს „ქეთლინგი“ და პლასტიკური ხელბორკილებით ასობით დემონსტრანტი დააკავეს, ჩვენი სამართალდამცველნი ასუფთავებენ რადიკალთა მიერ უკანონოდ დაკავებულ სივრცეებს ისე, რომ კანონით მონიჭებულ ბრუტალურ უფლებამოსილებას არ იყენებენ.

„ციფრული სამყაროს ეპოქაში დრომოჭმულია სამარცხვინო ორმაგი სტანდარტები, რომ თითქოს კანონის დამცველი ქართული პოლიცია „არბევს“, ხოლო ამერიკელი სამართალდამცველები პროტესტებს „შლიან“. ფარისევლობა-თვალთმაქცობის სინონიმად იქცნენ ის გარე აქტორები, რომლებიც დასავლური პოლიციის ბრუტალურობას „ვერ ხედავენ“, ხოლო საქართველოს დეპოლიტიზირებულ პოლიციაში ეძებენ არარსებულ ხინჯებს.

2 მაისს, აშშ-ს პოლიციამ კალიფორნიის უნივერსიტეტში (UCLA, ლოს-ანჯელესი) პროპალესტინელი აგრესიული სტუდენტების ჯგუფის ასალაგმად გამოიყენა ხისტი, ე.წ. „ქეთლინგის“, „ჩაიდანის“) მეთოდი. Kettling არის პოლიციის ტაქტიკა საპროტესტო აქციების დროს დიდი მასების გასაკონტროლებლად. ეს გულისხმობს სამართალდამცველთა დიდი კორდონების ფორმირებას, რომლებიც შემდეგ გადადიან შეზღუდულ ტერიტორიაზე დემონსტრანტთა შესაკავებლად. მომიტინგეები ან ტოვებენ პოლიციის მიერ კონტროლირებად გასასვლელს ან მათ ეკრძალებათ ლიმიტირებული ტერიტორიის დატოვება და მასობრივად აპატიმრებენ.

UCLA-ს კამპუსის შემთხვევაში, ამერიკელმა პოლიციელებმა სპეცსაშუალებების ჭარბი გამოყენების გარდა, სტუდენტებს მოუწყვეს „ქეთლინგი“ და პლასტიკური ხელბორკილებით ასობით დემონსტრანტი დააკავეს.

მსგავსი რამ გვინახავს აპრილი-მაისის დროს თბილისის ცენტრში, როცა ზომბირებული ექსტრემისტები თავს ესხმიან ქართულ პოლიციას? არა! ჩვენი სამართალდამცველნი ასუფთავებენ რადიკალთა მიერ უკანონოდ დაკავებულ სივრცეებს ისე, რომ კანონით მონიჭებულ ბრუტალურ უფლებამოსილებას არ იყენებენ. ხოლო დაკავების დროს გაძალიანებისას, ფიზიკური დაზიანებები ექსტრემისტებმა საკუთარ თავს და წამქეზებლებს უნდა დააბრალონ.

ხალხში მხუთავი აირის ბალონებისა და სავარაუდოდ, რეზინის ტყვიების გამოყენებას, როცა იქ არცერთი პოლიციელია, გამოძიება დაადგენს და საკადრის პასუხს გასცემს ე.წ. „მაიდანიზაციის“ ორგანიზატორებს“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ