ლაშა გეგეჭკორი: ევროპაში რომ დარბოდნენ – საქართველოს სტატუსი არ მისცეთო, ის ხალხი რომ მიგიძღვით „არა რუსულ კანონს” ბღავილით, როდის მოხვალთ აზრზე

მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ევროპაში რომ დარბოდნენ – საქართველოს სტატუსი არ მისცეთო, ის ხალხი რომ მიგიძღვითარა რუსულ კანონს” ბღავილით, როდის მოხვალთ აზრზე.

გმირთა მოედანი რომ გადაკეტეთ და სამსახურიდან სახლში მიმავალ ხალხს დედას აგინებდით, პასუხს დაელოდეთ!

რომ დაგლეწათ ხალხმა წუხელ და პოლიციაში რეკავდით, სად რეკავდით, მონებს და ჩმორებს რომ ეძახით, იმათთან?

ნიღაბაფარებული, პარლამენტის შენობის დამრბევი ნაბიჭვრები რომ თბილისელების იდენტიფიკაციას და დაჭერას ითხოვთ, თუ იაზრებთ, რას უკეთებთ ამ ქალაქს. პასუხი მიიღეთ და ჩათვალეთ გაფრთხილებად.

თქვენზე უფრო ნაძირლები ისინი არიან, ვინც პატრიოტულ ხოტბას ასხამს თქვენს თარეშს თბილისის ქუჩებში და ამით ძალადობრივ, ბინძურ ქმედებებს ახალისებს!

უბნებში დაწყებულია ჯგუფების შექმნა და ეს ვისი ბრალია, ამას თუ იაზრებთ.

გეუბნებიან,მიბრძანდით რუსთაველზე, გამოხატეთ თქვენი აზრი, ოღონდ კანონის
დარღვევის გარეშე და არა! მოძრაობა უნდა დაკეტოთ და სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოთ…

იკითხეთ რომელიმემ, როგორ არის ის ადამიანი, გადასხმაზე რომ მიდიოდა. აგიხსნათ, გთხოვდათ და არ გაატარეთ,ბონუსად აგინეთ.

ვისაც მოძალადე გგონივათ, მომწერეთ, მისამართს გეტყვით. მოდით და განახებთ დედის გინებით გავსებულ მესინჯერს!

პასუხს მიიღებთ, გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ თ!

ვინც ამათ ამართლებთ, დატოვეთ ჩემი გვერდი”, – წერს ლაშა გეგეჭკორი.

ასევე იხილეთ