ლევან ნიკოლეიშვილი NED-ის დირექტორზე: ვინ იცის, რამდენ აქაურ პოლიტიკოსს, არასამთავრობოს და მედიის წარმომადგენელს გაგჩენიათ ამ კაცთან თუ ქალთან ფიზიკური ჩახუტების სურვილი, ფინანსურად ისედაც ხართ მიტმასნილები – ცოტა მაინც არ გეუხერხულებათ, ეს რომ გიფინანსებთ აქციას?

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, NED-ის დირექტორის, დეიმონ უილსონის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მხარდამჭერებისთვის „კონკრეტული შედეგების დადგომას“ აანონსებს.

ნიკოლეიშვილი კითხვით მიმართავს საქართველოში არსებულ ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობოებს და მედიას, ოდნავ მაინც თუ ეუხერხულებათ, რომ აქციას უილსონი უფინანსებს.

„ვინ იცის, რამდენ აქაურ პოლიტიკოს, არასამთავრობოს და  მედიის წარმომადგენელს გაგჩენიათ სურვილი ამ კაცთან თუ ქალთან (თუ რაც არის, იმასთან)  ჩახუტებისა და ტუჩებში კოცნის სურვილი, ფიზიკურ ჩახუტებას ვგულისხმობ, თორემ ფინანსურად ისედაც ბევრი ხართ მიტმასნილები და გაკოტრიალებულები. ცოტა მაინც არ გეუხერხულებათ, ეს რომ გიფინანსებთ აქციას, ამის „იმაზე“ რომ ხართ დამოკიდებული, თქვენი „იმით“ რომ სცადოთ და არჩევნებში გვანახოთ, რის თავი ან „ის“ გაქვთ, არ გინდათ, არა?! თუ ისე გაქვთ თავი მოჭრილი და „ის“ გარღვეული, რეალურად  პერსპექტივას ვერ ხედავთ?“ – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე იხილეთ