გიორგი გამსახურდია: ბიძინაზე რუსეთუმეობის დაბრალება რას მახსენებს, იცით? 1991 წელს, პუტჩისტების ნარატივი რომ იყო, ზვიადი რუსეთის კაცია და შევარდნაძის ჩამოყვანა უნდაო და მერე თვითონ რომ ჩამოაქანეს

„ბიძინაზე რუსეთუმეობის დაბრალება რას მახსენებს იცით? 1991 წელს, პუტჩისტების ნარატივი რომ იყო, ზვიადი რუსეთის კაცია და შევარდნაძის ჩამოყვანა უნდაო და მერე თვითონ რომ ჩამოაქანეს”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

გამსახურდია აღნიშნავს, რომ დღეს იგივე ხალხს, მთელ „ნაციონალურ მოძრაობას“ „დსთ-ში საქართველოს შეთრევაზე აქვს ხელი მოწერილი“.

„მერე დსთ-შიც შეათრიეს საქართველო და უფრო მეტიც, საოკუპაციო ჯარიც მოსთხოვეს რუსებს, ადმირალ ბალტინის თაოსნობით სამეგრელოს ასაოხრებლად. მერე შემოუძღვნენ და ა.შ. იგივე ხალხია დღეს, მთელ ნაცელიტას დსთ-ში საქართველოს შეთრევაზე აქვთ ხელი მოწერილი და თვითონ და მათი მამები, ავტომატს გვესროდნენ რუსთაველზე რუსებთან ერთად“, – წერს გამსახურდია.

ასევე იხილეთ