სასტუმრო „პარაგრაფთან“ გამართული აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს

სასტუმრო „პარაგრაფთან“ გამართული აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

სასტუმრო „პარაგრაფთან“ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „ჯიუტის“ ორგანიზებით „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. სასტუმროში აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ღონისძიება ტარდება. შეკრებილები აცხადებენ, რომ მათ ფორუმის მონაწილეებს ხმა უნდა მიაწვდინონ.

აქციაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ერთი მონაწილე დააკავეს.

ასევე იხილეთ