თავს დაგვესხნენ, გვირტყეს, ჩემს მეუღლეს ტვინის შერყევა აქვს – რას იხსენებს კაცი, რომლის უკრაინელ მეუღლეს რუსული აქცენტის გამო აქციის მონაწილები ფიზიკურად გაუსწორდნენ
გუშინ ღამით, „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის ხიდზე ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიზეზად რუსული აქცენტით საუბარი სახელდება.
როგორც დაზარალებული ქალის მეუღლე ყვება, მისი ცოლი უკრაინის მოქალაქეა და როდესაც ქართულად დაილაპარაკა, მაგრამ რუსული აქცენტით, მათ ორივეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„თავს დაგვესხნენ. მე მირტყეს, მერე მას ურტყეს. სანამ მივდიოდით ამ ხიდზე შეურაცხყოფის კორიანტელი იყო. ტვინის შერყევა აქვს, ახლა ველაპარაკე ნევროლოგს“, – აღნიშნა „ქრონიკასთან “ სატელეფონო საუბარში დაზარალებულმა კაცმა.