ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში NATO-ს ჯარების გაგზავნაზე: არ მგონია, რომ როდესაც NATO-ს ჯარისკაცები რუს ჯარისკაცებს კლავენ, ეს სწორია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის აზრი, რუსული ძალების თეორიული გარღვევის შემთხვევაში, უკრაინაში NATO-ს ჯარების გაგზავნის შესახებ არ არის სწორი.

დევიდ კემერონის თქმით, ალიანსის ქვეყნების ჯარების გაგზავნა უკრაინაში რუსეთის ძალებთან საბრძოლველად საშიში ესკალაცია იქნება.

„არ მგონია, რომ როდესაც NATO-ს ჯარისკაცები რუს ჯარისკაცებს კლავენ, ეს სწორია“, – აღნიშნა დევიდ კემერონმა.

ასევე იხილეთ