რატი იონათამიშვილი: ერთ-ერთი ცუდი, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანიშნულება დაუკარგა არასამთავრობო სექტორს – ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ უმცირესობას და ძირს უთხრიან სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში
„დღეს რასაც ვხედავთ, „ენჯეო“ სექტორს საერთოდ არ გააჩნია სამოქალაქო მოთხოვნები და ინტერესები. საბოლოო ჯამში, მათი მოთხოვნები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურია – მათ შორის, რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის ხელშემწყობი”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორმა თავისი ფუნქცია დაკარგა.
„ერთ-ერთი ცუდი, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთოდ სახე, დანიშნულება დაუკარგა არასამთავრობო სექტორს და თუ დავაკვირდებით, ვერც მივხვდებით, სად მთავრდება არასამთავრობო ორგანიზაცია და სად იწყება პოლიტიკური პარტია, რადგან ესენი არიან პოლიტიკური „ენჯეოები“. ესენი წარმოადგენენ პოლიტიკურ უმცირესობას და ძირს უთხრიან სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელობვანი ასპექტი, რაზეც ჩვენ უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას, ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნლოვანი მიზეზი, რატომ ეშინიათ ამ ადამიანებს გამჭვირვალობის კანონპროექტის“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.