ალუდა ღუდუშაური აქციის მონაწილეებს: თუ მათ აქვთ პრეტენზია, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის თავისუფალი, განათლებული მომავალი არიან, მათ მარტივ რამეს ვეტყოდი – ჩვენი ხელისუფლების ქმედებები შეაფასონ

„თუ მათ აქვთ პრეტენზია, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის თავისუფალი, განათლებული მომავალი არიან, მათ ძალიან მარტივ რამეს ვეტყოდი – ჩვენი ხელისუფლების ქმედებები შეაფასონ, არათუ დეკლარირებული და გაკეთებული განცხადებები, არამედ ქმედებები”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ კარგად გაიაზრონ, რომ პირველ რიგში, ევროპა არის განათლების მაღალი ხარისხი. თუ ამ ადამიანებს პრეტენზია აქვთ, რომ ევროპული მომავლის ნაწილი არიან და არ არიან საზარბაზნე ხორცი და უბრალოდ ინსტრუმენტი ხელმოცარული რადიკალი ჯგუფებისა, ზურა გირჩი ჯაფარიძე და სხვები, რომლებიც ნულოვანი რეიტინგით გამოირჩევიან. თუ მათ აქვთ პრეტენზია, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის თავისუფალი, განათლებული მომავალი არიან, მათ ძალიან მარტივ რამეს ვეტყოდი – ჩვენი ხელისუფლების ქმედებები შეაფასონ, არათუ დეკლარირებული და გაკეთებული განცხადებები, არამედ ქმედებები. შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელსაც დღეს აფრიალებენ, ამ კონსტიტუციას იმ ადამიანებმა, ვინც მათ იყენებს, გვერდით დაუდგნენ ვაშაძესა და სხვებს, საერთოდ ხმა არ აქვთ მიცემული. დიახ, ჩვენ ჩავწერეთ, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი კონსტიტუციით არის განსაზღვრული“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ასევე იხილეთ