დავით მათიკაშვილი: დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკის წარმოება გამჭვირვალედ არის საჭირო
“ამ გამჭვირვალეობის კანონის შინაარსიდან გამომდინარე, ყველაფერი არის ბევრად მარტივი, ვიდრე ცდილობენ საზოგადოებას აჩვენონ და დაანახონ. ის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკის წარმოება გამჭვირვალედ არის საჭირო და გამჭვირვალეობის წესების დადგენა არის აუცილებელი. მხოლოდ და მხოლოდ ამაზე კანონში საუბარი და სხვა არაფერზე”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან” განაცხადა.
„საზოგადოებას რომ კიდევ ერთხელ კარგად ავუხსნათ, ყველა აქტორი, რომელიც პოლიტიკაში მონაწილეობს, პოლიტიკის წარმოების წესებს უნდა ექვემდებარებოდეს. პირველ რიგში ეს არის ღიაობა და გამჭვირვალეობა, როდესაც ჩვენ, პარლამენტის წევრები, პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი ვართ, რომ ყოველწლიურად გამოვაქვეყნოთ დეკლარაცია და იქ ვაჩვენოთ ჩვენი შემოსავლები და ხარჯები, ეს გარკვეულ მიზანს ემსახურება. ეს მიზანი არის შემდეგში, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ პოლიტიკა იწარმოება სუფთად და ღიად, რომ ადგილი არ აქვს პოლიტიკურ კორუფციას, რომ შემოსავლები და ხარჯები არის გამჭვირვალედ და ამის დანახვისა და ცვენების საშუალება ეძლევა ყველას.
ამ დროს რა მოცემულობაა, გარდა პოლიტიკური პარტიებისა, რომლებიც ასეთებად არიან რეგისტრირებული არიან კიდევ სხვა აქტორები. ეს არიან NGO-ები, რომლებიც პირდაპირ არიან პოლიტიკაში ჩართული და მათი შემოსავლები და ხარჯები არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.